Belive

კვარაცხელია: "მზად ვარ პრემიერ ლიგის ან სერია A-ს გუნდში გადავიდე"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ მედიასთან საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ის ტოპ ჩემპიონატებში სათამაშოდ მზად არის.
"რუსული ფეხბურთის სიგიჟემდე მადლიერი ვარ. სწორედ აქ გავხდი სერიოზული მოთამაშე. მადლობა სიომინს და სლუცკის, რომ უფრო გამაძლიერეს. მე ასევე „რუბინის“ მადლიერი ვარ ამ კარგი სეზონისთვის. პატივს ვცემ კლუბთან კონტრაქტს და სანამ ის გაგრძელდება, მას დავიცავ. აგენტისთვის კი მითითება არ მიმიცია, რომ გინდა თუ არა ამ ზაფხულს დავტოვო რუსეთი. მინდა ევროპაში ვითამაშო – ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ტრანსფერი განხორციელდება. როდის – არ ვიცი, იქნებ ამ ზაფხულშიც წავიდე. ასეა თუ ისე, რუსეთი, რუსეთის პრემიერ ლიგა და „რუბინი“ ჩემს გულში სამუდამოდ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხზე. მან კომენტარი გააკეთა კითხვაზე, მზად არის თუ არა ტოპ-ლიგაში გადასასვლელად: „დიახ, მე მზად ვარ. ვოცნებობ ამ დონის გუნდებზე და მოხარული ვიქნები, ერთ დღეს იქ რომ მოვხვდე, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა. ახლა მე ველოდები „რუბინის“ გენერალურ დირექტორს საიმანოვს და ჩემს აგენტს."

სხვა სტატიები