Belive

კვარაცხელია: ,,მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩემ გამო ჩამოვიდნენ''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ,,სამპდორიასთან'' მოგების შემდეგ, გასულ სეზონზე ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მათ გარეშე ამ ტიტულს ვერ მოვიპოვებდი. ისინი დამეხმარნენ, რომ თავდაჯერებულობა არ დამეკარგა და ჩემი საუკეთესო თვისებები გამომევლინა. საუკეთესო მომენტი უდინეში იყო, როცა ტიტული ოფიციალურად გავიფორმეთ.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ გამო ჩამოვიდნენ ნეაპოლში, მათ მხოლოდ მე კი არა მთელი ნეაპოლი შეუყვარდათ.

ვარ თუ არა მზად იმისთვის, რომ გუნდს ვულიდერო? ამ გუნდს ბევრი ლიდერი ჰყავს, ოსიმენი, დი ლორენცო... მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს... ნეაპოლო, მიყვარხარ!'' - განაცხადა კვარაცხელიამ.

კვარაცხელიამ ,,ნაპოლიში'' გატარებულ სადებიუტო სეზონში იტალიის სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა შემტევმა ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები