Belive

"კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა" - იტალიური მედია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" სატრანსფერო ამბები, იტალიური მედიის სპეკულაციის მთავარი თემაა. სპორტული დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, "პარტენოპეის" ვარსკვლავების ჯერიც დადგა.

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლობოტკასა და რაჰმანისთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, "ნაპოლის" მესვეურები ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. წყაროს მტკიცებით, "ნაპოლი" კვარას შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

Corriere dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელია კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება კი 2.5 მილიონ ევრო იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები