Belive

კვარაცხელია ძირითადში | ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე სეზონში, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარის ყურადრება სერია A-ზე განსაკუთრებით იქნება გამახვილებული და ეს არცაა უცნაური. უკვე ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში უკანასკნელად ითამაშა, თანაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრად უკვე მოიაზრება. იტალიაში კვარაცხელიას პოტენციალითა და წინასასეზონო პერიოდში ნაჩვენები შესანიშნავი ასპარეზობით კმაყოფილები არიან. მასზე დადებითად ისაუბრეს ფაბიო კაპელომ და "ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჯოვანი გალეონემ. კაპელოს თქმით, მას ქართველი ტალანტი ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰს აგონებს, გალეონე კი მიიჩნევს, რომ კვარას მსოფლიო დონის ტექნიკური მონაცემები აქვს. საინტერესო ფაქტია, რომ თუკი ცნობილი იტალიური ბრენდის, Emporio Armani-ს ინსტაგრამზე (19 მლნ. გამომწერი) შეხვალთ, მაშინვე ხვიჩას ფოტო მოგხვდებათ თვალში - "ნაპოლიმ" ახალი ფორმა წარადგინა და აშკარაა, ხვიჩა ყურადღების ეპიცენტრშია.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Emporio Armani (@emporioarmani)

სავარაუდოა, რომ "ნაპოლი" ჩვეული ტაქტიკით (4-2-3-1) ითამაშებს, ლუჩიანო სპალეტი კი ამ ამ შემადგენლობას დაეყრდნობა:
მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, ოლივერა; ლობოტკა, ანგისა; პოლიტანო, ფაბიან რუისი, კვარაცხელია; ოსიმენი.
სერია 1-ს პირველი ტური 13 აგვისტოს გაიმართება და მას პარალელურ რეჟიმში, "მილანი" Vs. "უდინეზესა" და "სამპდორია" Vs. "ატალანტას" მატჩები გახსნიან. "ნაპოლი" კი 15 აგვისტოს, გასვლით მატჩში, "ვერონას" დაუპირისპირდება. მანამდე, ნეაპოლური კლუბი ამხანაგურ მატჩებს "ადანა დემირსპორის" (27 ივლ), "მალიორკას" (31 ივლ), "ჟირონასა" (3 აგვ) და "ესპანიოლის" (6 აგვ) წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ: კვარაცხელია - “ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, CR7 ჩემი კუმირია”

სხვა სტატიები