Belive

კვარაში გადახდილი 10 მილიონი ნაპოლიმ უკვე ამოიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებულ ერთ გამარჯვებაში კლუბს, ბონუსის სახით, 2 მილიონ 800 ათას ევროს უხდის. "ნაპოლიმ" ევროასპარეზზე ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიურმა კლუბმა 14 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

"ნაპოლის" მიერ გამომუშავებულმა თანხამ, ხვიჩა კვარაცხელიაში გადახდილ 10 მილიონ ევროს 4 მილიონით გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბმა მასში გადახდილი თანხა და წლიურ ხელფასში გადასახდელი ფულიც ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში მოპოვებული გამარჯვებისას უეფა კლუბებს 9,6 მილიონი ევროს უხდის.

ხვიჩა იტალიურ კლუბს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და მას შემდეგ, ნეაპოლელთა მხრიდან, მოედანზე ყოველთვის გამორჩეულია. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს მალევე შეაყვარა თავი. თამაშის მსვლელობისას კვარაცხელია არაერთ თვალსასეირო მომენტს გვთავაზობს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის მაღალია. "კვარადონას" "ნაპოლის" რიგებში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 7 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა შეხვედრაში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ, ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. "ნაპოლის" ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს და როგორც, ჩანს იტალიელმა თავკაცმა მისი ჯოკერის შემდეგი მატჩისთვის შემონახვა გადაწყვიტა. შემდეგი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ "ენფილდზე" გაიმართება, ნეაპოლელები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავლენ. აღნიშნული მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები