Belive

"კვარას შოუ! ნაპოლიმ ინსინიეს ქართველი მემკვიდრის მეშვეობით მოიგო" - როგორ ეხმაურება ევროპული პრესა კვარაცხელიას თამაშს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ლიდერის შესანიშნავ თამაშს იტალიურ და არამხოლოდ იტალიურ მედიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა, საიდანაც რამდენიმე გამორჩეულ ამონარიდს გთავაზობთ, მათ შორის ისეთი პრესტიჟული გამოცემიდან, როგორიც washingtonpost-ი გახლავთ. https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/viqtor-osimeni-kvarasthan-kargi-urthierthoba-maqvs-moedanze-ki-qhvelam-vnakheth-thu-ra-phekhburthelia/
"ხვიჩა კვარაცხელიას შოუ! ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონის სერია A-ს დიდებულად იწყებს. მათ "ჰელას ვერონა" სტუმრად - 5:2 დაამარცხეს და ეს ლორენცო ინსინიეს პოზიციაზე "დანიშნული" ქართველი მემკვიდრის შესანიშნავი ინდივიდუალური შესრულებით და გუნდურად დიდებული თამაშით მოახერხეს", - წერს napolipiu.com-ი. "გოლი და საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრაში. ქართველმა თავისი პირველი გოლი ვერონაში გაიტანა და აღსანიშნად სტეფ კარის ცნობილი ჟესტი გამოიყენა. ისევე, როგორც სტეფ კარიმ NBA-ის ფინალში "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ, კვარაცხელიამაც, რომელიც ამ კალათბურთელის და ფენომენალური "გოლდენ სტეიტ უორიორსის" დიდი გულშემატკივარია, მოწინააღმდეგეებს დაძინებისკენ მოუწოდა", - წერს tuttonapoli.net-ი. "ანგარიშის გათანაბრება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა, რომელმაც თავისი მომაჯადოებელი თამაშით "ნაპოლის" გულშემატკივრები უმალვე მოხიბლა", - ეს სიტყვები ilsognonelcuore.com-ს ეკუთვნის.  "21 წლის კვარაცხელიამ, რომელიც წინა თვეში ქართული კლუბიდან, "დინამო ბათუმიდან" გადავიდა, გოლი და საგოლე პასი შემოგვთავაზა, რითაც "ნაპოლის" სერია A-ს ახალი სეზონის გახსნით მატჩში "ჰელას ვერონასთან" 5:2 გამარჯვებაში დაეხმარა", - washingtonpost.com-ი.
https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/goli-sagole-pasi-da-didebuli-dasatsqhisi-ra-shephaseba-daimsakhura-khvicha-kvaratskheliam-veronasthan-matchshi/   https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/spaleti-kvaratskhelia-srulqhophili-mothamashea-thumtsa-mas-kidev-uphro-gaumjobeseba-sheudzlia/ შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ში 21 აგვისტოს “მონცას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები