Belive

კვარა, მესი, დე ბრუინე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის TOP 5 ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა "Whoscored"-მა, ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

სეზონის მიხედვით "Whoscored"-მა ხვიჩა კვარაცხელიას 7.43 ქულა დაუწერა.

ევროპის TOP 5 ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი

"ხვიჩა კვარაცხელია სეზონის გუნდში მარცხენა ნახევარდაცვის ადგილს იკავებს. მისი რეიტინგი კი 7.43-ია.

ქართველმა მოიგო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო (7), ვიდრე რომელიმე სხვა მოთამაშემ სერია A-ში და მხოლოდ რაფაელ ლეაომ დაასრულა კვარაზე წინ წარმატებული დრიბლინგებით (77), ვიდრე კვარაცხელიამ (75).

მან 12 გოლი გაიტანა სერია A-ს ჩემპიონებისთვის და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა". - ვკითხულობთ Whoscored-ის განცხადებაში.

სხვა სტატიები