Belive

,,კვარა გარსიაზე გაბრაზებულია'' - იტალიური მედია ხვიჩას ჟესტზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრა ,,ჯენოასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანი 89-ე წუთზე დატოვა.

მოედნიდან გასვლისას კვარას მიერ გაკეთებულ ჟესტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

,,კვარას ჟესტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 89-ე წუთზე ძერბინი კვარაცხელიას ადგილს იკავებს, რითიც ქართველი უკმაყოფილო რჩება და კითხვის გამომხატველ ჟესტს აკეთებს. მწვრთნელის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აშკარაა. თავდამსხმელი ნელი ნაბიჯებით ტოვებს მოედანს. კვარაცხელიას თამაშის გაგრძელება სურდა და ცვლილება ცუდად მიიღო.'' - წერს Spazio Napoli.

 

,,კვარაცხელია გარსიას წინააღმდეგ... ქართველს გაუკვირდა, როცა 89-ე წუთზე არა სიმეონემ ან ლინდსტრომმა შეცვალა, არამედ - ძერბინმა. უაზრო, უსარგებლო, სენსაციური ცვლილება. კვარამ ეს ჟესტით გამოხატა. ,,რას აკეთებ?'' მიმართა კვარაცხელიამ მწვრთნელს, რომლის წასვლასაც ,,ნაპოლის'' ფანები უკვე აქტიურად ითხოვენ,'' - Tutto Napoli

 

,,რუდი გარსიამ კვარაცხელია მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეცვალა. ქართველი, როგორც ფოტოზე ჩანს, ამას კარგად არ იღებს. თუმცა, როცა სკამზე დაჯდა, მწვრთნელი კვარას მოეხვია,'' - CalcioNapoli24

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ბრაგასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები