Belive

კუტალიას დუბლი ყოფილ კლუბთან - დინამომ ქართული დერბი მოიგო და გალიდერდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - "დინამო თბილისმა" ქართულ დერბიში იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში, "დინამომ" პრინციპული მეტოქე "ტორპედო" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. "დინამომ" ანგარიში მეოცე წუთზე გახსნა. ნიკა ნინუას მიერ კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კუტალიას მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით ყოფილი კლუბის კარი აიღო. 14 წუთში, კუტალიამ დუბლი გაიფორმა - 29 წლის ფორვარდმა თავისი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა, ასისტენტობა ბრწყინვალე გადაცემით ყოფილმა "ტორპედოელმა" გიორგი კუხიანიძემ გასწია. მატჩის უკანასკნელ წუთზე სხვაობა "ტორპედოელმა" გიორგი კიკნაძემ შეამცირა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა 66 ქულა დააგროვეს, ბათუმის "დინამოს" ორით გადაასწრეს, რომელმაც 33-ე ტურის შეხვედრა საჩხერეში, "ჩიხურასთან" წააგო (0:2). ამრიგად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დარჩენილ სამ ტურში მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კახა ჩხეტიანის გუნდს, "ტორპედოს" 40 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებს.

სხვა სტატიები