Belive

კურტუამ აზარს ინგლისში მორიგი მესიჯი გაუგზავნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი, ტიბო კურტუა ლონდონში თანამემამულეს, ედენ აზარს კიდევ ერთ მესიჯს უგზავნის. როგორც იცით, ბელგიელი მეკარე საჯაროდ აღიარებს, რომ ყოფილი თანაგუნდელის ხილვა "ბლანკოსში" ძალიან უნდა. "ნამდვილად არ ვიცი რას აპირებს აზარი, და არც ის - სურს თუ არა "რეალს" მისი შეძენა. ჩემთვის აზარი ძალიან მაგარი მოთამაშეა, მაგრამ ედენის მომავალს მე ვერ გადავწყვეტ. მაგრამ, როგორც მეგობარი, მოხარული ვიქნები თუ ედენი "რეალში" გადმოვა," - თქვა კურტუამ.  

სხვა სტატიები