Belive

კურტუა: ,,ბელგიის ნაკრებში არანაირი პრობლემა არ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, გავრცელებული იფნროამცია იმის შესახებ, რომ მის გუნდში კონფლიქტია, უარყო:

,,გუნდში პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, წაგება არავის უხარია. რა მოხდა გასახდელში? არაფერი. იქ პირველი მე შევედი და 15-20 წუთი ვიყავი. არაფერი არ მომხდარა, ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით. მხოლოდ მწვრთნელი ლაპარაკობდა.

პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ბევრი ტყუილი ვრცელდება. გუნდმა ასეთი ნეგატივი თავიდან უნდა აირიდოს,'' - განაცხადა კურტუამ.

L'Equipe-ის ცნობით, მაროკოსთან მარცხის შემდეგ, გასახდელში ერთმანეთს ბელგიის ნაკრების სამი ფეხბურთელი - კევინ დე ბრუინე, იან ვერტონგენი და ედენ აზარი დაუპირისპირდნენ.

2 ტურის შემდეგ, ბელგიას 3 ქულა აქვს და ჯგუფის მესამე პოზიციაზეა. სატურნირო ცხრილს 4 ქულით ხორვატია ლიდერობს, 4 ქულა აქვს მეორეადგილოსან მაროკოსაც.

სხვა სტატიები