Belive

კროოსი: "ანჩელოტიმ ცვლილებაზე აზრი გვკითხა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მორიგმა საოცარმა მატჩმა ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა, კარლო ანჩელოტის გუნდმა ორმატჩიან დუელში ანგარიშის გათანაბრება 90-ე და 91-ე წუთებზე გატანილი გოლებით  მოახერხა, ამას კი პირველ დამატებულ ტაიმში ქარიმ ბენზემას ზუსტი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და შედეგად მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან. მოგებული მატჩის შემდგომ საინტერესო კომენტარი გააკეთა "ბლანკოსის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელიც ანჩელოტიმ 68-ე წუთზე როდრიგოთი შეცვალა:
" ანჩელოტი განსახორციელებელ ცვლილებებზე ყოყმანობდა და გამოცდილ მოთამაშეებს აზრი გვკითხა თუ ვინ უნდა შეეყვანა მოედანზე დამატებულ ტაიმებში. "რეალის" მოთამაშეებს გვაქვს დიდი მატჩების გამოცდილება, ამიტომ ვფიქრობთ რომ აზრთა გაცვლაც შეგვიძლია. ეს ფაქტი კარლოს  კარგად აღწერს და კარგად აღწერს იმასაც თუ რატომ არის გუნდში სისტემა გამართული. რა თქმა უნდა საბოლოოდ ის წყვეტს, თუმცა აზრს ჩვენც გვეკითხება"

ჩემპიონთა ლიგის ფინალს 28 მაისს პარიზი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები