Belive

კრისტოფერ ნკუნკუ ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

25 წლის ფრანგმა შემტევმა კრისტოფერ ნკუნკუმ "ჩელსისთან" 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ჩელსიში" გადასვლით უზომოდ ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები ახალ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრას. მსურს "ჩელსის" გულშემატკივრებს ვაჩვენო, მოედანზე რისი გაკეთება შემიძლია." - განაცხადა ნკუნკუმ.

ნკუნკუმ პროფესიონალური ასპარეზი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში დაიწყო, სადაც 78 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის სტატუსი კრისტოფერმა გერმანიაში თამაშისას მოიპოვა. 2021/2022 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ნკუნკუმ 35 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგისა საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ფრანგი შემტევისთვის მიმდინარე სეზონიც არანაკლებ შედეგიანი გამოდგა. კრისტოფერმა ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა და 23 გოლთან ერთად 9 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები