Belive

კრისტინა უნკელი: "მსაჯებმა ორი შეცდომა დაუშვეს..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა მსაჯმა და "CBS"-ის ჩემპიონთა ლიგის ანალიტიკოსმა -კრისტინა უნკელმა, დე ლიხტის არ ჩათვლილ გოლზე ისაუბრა და აღიარა, რომ საგოლე ეპიზოდში ორივე ლაინსმენმა შეცდომა დაუშვა.

"სამწუხაროდ გოლის ეპიზოდში ნათელი იყო, რომ ორივე ლაინსმენმა შეცდომა დაუშვა.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა ორი შეცდომა: პირველი - არბირტის ასისტენტმა დროშა აწია, რომელიც ეწინააღმდეგება შეტევის მიმართულებას და მეორე - მთავარმა მსაჯმა მიიღო ეს რეკომენდაცია.

VAR-ის ეპოქაში ასეთი მომენტი მინიმუმ უნდა იყოს ბოლომდე დასრულებული, რომ შემდეგ ტექნოლოგიამ გადაამოწმოს, თუმცა მარჩინიაკმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომელსაც სამომავლოდ შესაძლებელია მკაცრი სასჯელი მოჰყვეს..." - კრისტინა უნკელი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები