Belive

კრისტიან ვიერი - მაიამის სანაპირო, მამა 46 წლის ასაკში, DJ-ის კარიერა და ყოფილი ტელევარსკვლავი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კრისტიან ვიერი კარიერის შემდგომ პერიოდს შესანიშნავად ატარებს. ვიერი, რომელიც ერთ პერიოდში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო, სიციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ ცხოვრებას მომხმარებელს აცნობს. კრისტიანი მაიამის სანაპიროზე, ყოფილ ტელევარკვლავთან, კოსტანცა კარაციოლოსთან ერთად ცხოვრობს.

კოსტანცა ვიერი მეუღლეს, რომელიც მასზე 16 წლით პატარაა, 2017 წელს შეხვდა. კოსტანცა არაერთ იტალიურ გადაცემაში გამოჩენილა. მათ პირველი შვილი, სტელლა 2018 წელს შეეძინათ, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს კი, ვიერი იზაბელას მამა გახდა.

IMG_20200410_011321

ქვიშის სპორტი მაშინ, როცა ვიერი Bein Sport-ზე ექსპერტად არ მუშაობს, ის სანაპიროზე ქვიშის სპორტით ირთობს თავს. კრისტიანი ფრენბურთსა და Footvolley-ს (ბრაზილიაში შექმნილი სპორტი, რომელშიც გაერთიანებულია ფრენბურთისა და ფეხბურთის დეტალები) თამაშობს. იტალიელმა მაიამის სანაპიროზე საკუთარი ტურნირიც კი შექმნა, სადაც სხვადასხვა ცნობილი საფეხბურთო სახე მიიწვია.

DJ-ის კარიერა  ვიერიმ კარიერის დასრულების შემდეგ თავი პროექტ Dancing with the stars-ის იტალიურ ანალოგში გამოსცადა.

მაიამიში კი კრისტიანმა DJ-ის კარიერა დაიწყო. ამ საქმის დასაწყებად იტალიელმა ნამდვილად კარგი ადგილი აარჩია. ვიერი ჯგუფთან ერთად უკრავს, რომლის სახელი თავისი ბავშვობის ზედმეტსახელ Bobo-სგან მოდის.
"ინსპირაციის წყარო ჩემთვის გამოდგა იბიცაზე, მეგობარ გოგოსთან ერთად სტუმრობა და კლუბში DJ ანდრეა ოლივას გამოჩენა. ჩვენ მოვუსმინეთ მის მუსიკას, მე კი მეგობარს ვუთხარი: "მოდი, ვიხალისოთ და ვცადოთ ეს." - ამბობს ვიერი. სულ ბოლოს შეგახსენებთ, რომ ვიერიმ "ინტერის" შემადგენლობაში 190 მატჩი ჩაატარა და 122 გოლი გაიტანა. იტალიელ თავდამსხმელს უთამაშია "ფიორერტინაში", "ლაციოში", "იუვენტუსში, "მილანსა" და სხვა გუნდებში. კრისტიანის ანგარიშზე ნაკრებში 49 შეხვედრა და 23 გოლია.

სხვა სტატიები