Belive

კრისტიან ვიერი: "კვარაცხელიას გოლი სიგიჟეა - მანჩესტერში თუ გადავა, ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არაერთი იტალიური გრანდისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, "ატალანტას" კარში გატანილი გოლის და მისი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

"სპალეტი რაღაცებს მხოლოდ სათქმელად არ ამბობს, როცა მან თქვა, რომ კვარამ მარადონას მსგავსი გოლი გაიტანა და კიმი მსოფლიოში დღესდღეობით საუკეთესო მცველია, მას ამის თქმის საფუძველი და მიზეზი ჰქონდა.

კვარაცხელიას გოლი სიგიჟეა. თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" წავა, ჯორჯ ბესტის დრო ნამდვილად დაბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მოთმენა მიჭირს, მოუთმენლად ველი ოთხშაბათს, რომ მათი თამაში ვნახო", - თქვა 49 წლის ვეტერანმა ფორვარდმა, რომელსაც ტურინის "იუვენტუსის", "მილანის", მილანის "ინტერის", "ლაციოს", "სამპდორიას", "ფიორენტინას", "ატალანტას", "მონაკოს", "ტორინოს", "ვენეციას", მადრიდის "ატლეტიკოსა" და სხვა კლუბების მაისურით უთამაშია. მას იტალიის ნაკრებში 49 მატჩში 23 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები