Belive

კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი - კრისტიან ერიქსენი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ინფორმაციას "Sky Sport"-ი და ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტები ასაჯაროვებენ.

  30 წლის დანიელი ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებში" უფასოდ გადავიდა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ გარიგების მთავარი ფაქტორი ერიკ ტენ ჰეგი იყო, რადგან მან ორჯერ დაურეკა ერიქსენს და მოახსენა, რომ "მანჩესტერში" ახალი პროექტისთვის სასურველი კანდიდატია. ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაუდასტურებია მანჩესტერულ გრანდს, თუმცა ჟურნალისტების ინფორმაციით, დღის ბოლომდე ერიქსენის ტრანსფერი დადასტურდება. კრისტიან ერიქსენი ბოლოს პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ბრენტფორდის" შემადგენლობაში თამაშობდა.

სხვა სტატიები