Belive

კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის საშუალებით ანსუ ფატი გაამხნევა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ინსტაგრამის პირადი გვერდის საშუალებით მიმართა კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევს, ანსუ ფატის, რომელიც ტრავმის, გამო მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს:
,,მიდი! შენ მალე დაბრუნდები. წინ!'' - დაწერა რონალდუმ ინსტაგრამზე.
ფატიმ ტრავმა გასული წლის ნოემბერში, ,,ბეტისთან'' შეხვედრაში მიიღო. ესპანურ პრესაში იწერებოდა, რომ ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენთან'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი შეფერხდა. შესაძლოა, ესპანელს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. მიმდინარე სეზონში ფატის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 18 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები