Belive

კრიშტიანუ რონალდუ ტყუპებს ელოდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ტყუპ შვილებს ელოდება. ამის შესახებ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში თავად წერს. "მოხარული ვარ, რომ შემიძლია გამოვაცხადო, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გულები სიყვარულით არის სავსე - მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას", - წერს 36 წლის ფორვარდი Instagram-ში.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს 4 შვილი ჰყავს, საიდანაც პირველი სამის შვილის დედა უცნობია, მეოთხე კი ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად გააჩინა. კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი, ჯუნიორი, რომელიც 10 წლისაა, დამწყები ფეხბურთელია, "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში თამაშობს.

სხვა სტატიები