Belive

კრიშტიანუ რონალდუ შვედეთთან მატჩს გამოტოვებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიისა და შვედეთის მატჩს გამოტოვებს. პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, 21 მარტს, შვედებთან საშინაო ამხანაგური მატჩისთვის, 39 წლის "ალ-ნასრის" თავდამსხმელი განაცხადში არ შეიყვანა.

ამასთან, კრიშტიანუ გუნდს სლოვენიასთან გასვლითი ამხანაგური მატჩის წინ (26 მარტი) უნდა შეუერთდეს. როგორც ცნობილია, ახლა ის მოკლე შვებულებაშია, რომელსაც ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში ატარებს.

რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია. დებიუტიდან (2003 წლიდან) მას 205 მატჩში 128 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები