Belive

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი რეკორდის მოხსნასთან ძალიან ახლოს არის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრებისა და "ალ ნასრის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახალი რეკორდის დამყარებასთან ძალიან ახლოს არის.

იმ შემთხვევაში, თუ 38 წლის კრიშტიანუ ხვალ ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ითამაშებს, ის გახდება ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ექნება ჩატარებული. აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესება მას კატარის მუნდიალზევე შეეძლო, თუმცა, მისი ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამჟამად, რონალდუს 196 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ქუვეითელ თავდამსხმელს ბადერ ალ-მუთავას უთანაბრდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ლიხტენშტეინის დაპირისპირება ხვალ 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები