Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "იმედი მაქვს არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შიგნით არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბრობს, ამჯერად მისი ლონდონის "არსენალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარს აკეთებს.

პირს მორგანთან ინტერვიუში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ ლონდონურ კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, "მეთოფეების" შემადგენლობაში ტრანსფერი არ შედგა.

"იმედი მაქვს "არსენალი" პრემიერ ლიგას მოიგებს, იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამას ვერ გააკეთებს. 

ეს ის გუნდია, რომლის თამაშის ყურებაც მომწონს. მომწონს მთლიანად გუნდი და მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა. ვფიქრობ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ და თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს, ბედნიერი ვიქნები თუ ამას ლონდონელები გააკეთებენ", - თქვა 5 ოქროს ბურთის მფლობელმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 26 მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "არსენალი" 37 ქულით და მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტისთან" 5-ქულიანი უპირატესობით, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

რაც შეეხება 37 წლის თავდამსხმელს, მას მიმდინარე სეზონში, "წითლების" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე სულ 16 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. უდიდესი ალბათობით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რონალდუ კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები