Belive

კრიშტიანუ რონალდუ და ჩემპიონთა ლიგა: 3 ახალი რეკორდი 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუსგან რეკორდები და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაში უკვე აღარავის უკვირს, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ლევერკუზენის "ბაიერთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში კიდევ რამდენიმე შთმაბეჭდავი ციფრი აჩვენა. ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა გერმანული კლუბის წინააღმდეგ სრულად ითამაშა და 89-ე წუთზე პაულო დიბალას პასით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "ოქროს ბურთის" 5-ჯერ მომგებმა ფეხბურთელმა 126-ე გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი გაიმყარა და 3 ახალი რეკორდი დაამყარა. 34 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში კარიერაში 102-ე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენ იკერ კასილასს გადაასწრო. გარდა ამისა, კრიშტიანუმ უკვე 33-ე მეტოქეს გაუტანა, რაც რაულთან ერთად საუკეთესო შედეგია. საინტერესოა ისიც, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ამ ტურნირზე უკვე მიჯრით 14 სეზონში აქვს გოლი გატანილი.

2 ტურის შემდეგ, "ბებერ ქალბატონს" 4 ქულა აქვს D ჯგუფს მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად ლიდერობს.

სხვა სტატიები