Belive

კრაიოვამ ფრედ ითამაშა, ლოზანამ მოიგო | ქართველების შეფასებები

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვამ ნოასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო ჰამრუნი გაბრიელ სიგუას ლოზანამ 0:1 დაამარცხა.

ანზორ მექვაბიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა, მან 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, 3-ჯერ ბურთი ჩაჭრა, ერთხელ სახიფათო შეტევა მოიგერია, ერთხელაც კარში დარტყმული ბურთი დაბლოკა, მექვაბიშვილი ბურთს 25-ჯერ შეეხო, 15 გადაცემიდან 11 ზუსტად შეასრულა (73%).

ანზორ მექვაბიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.0

  • Flashscore - 7.8

View this post on Instagram

A post shared by UNIVERSITATEA CRAIOVA (@universitateacraiovaofficial)

გაბრიელ სიგუამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეორე ტაიმის სტარტზევე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა 1 კარში დარტყმული ბურთი დაბლოკა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 29-ჯერ შეეხო და 15 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (80%).

გაბრიელ სიგუას შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.2

  • Flashscore - 7.7

View this post on Instagram

A post shared by FC Lausanne-Sport ⚪️🔵 (@lausanne_sport)

კრაიოვას კონფერენს ლიგაზე 1 ფრე და 1 მარცხი აქვს და 1 ქულით 36 გუნდიდან 28-ე ადგილზეა. ლოზანას 2-დან 2 მოგება აქვს და ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილის გუნდი რუმინეთის სუპერლიგის ეგიდით ბუქარესტის მეტალოგლობუსის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 26 ოქტომბერს ჩატარდება. შემდეგ მატჩს გაბრიელ სიგუას გუნდიც შვეიცარიის უმაღლეს ჩემპიონატში ბაზელის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 26 ოქტომბერს დაიწყება.

სხვა სტატიები