Belive

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ლაიფციგისა და ლივერპულის შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი მერვედფინალის პირველი შეხვედრა "ლაიფციგსა" და "ლივერპულს" შორის გერმანიაში "რედ ბულ არენაზე" უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აღნიშნული შეხვედრა ბუდაპეშტში "პუშკაშ არენაზე" შედგება. ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრის გასამართად გერმანიაში ვერ ჩავიდოდა ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-19-ის პროტოკოლის გამო, რამაც "ლაიფციგი" იძულებული გახადა საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტა მოეძებნა. შეხვედრა უნგრეთში გაიმართება, ინფორმაცია "ლივერპულმა" უკვე დაადასტურა. "ლივერპულის" ოფიციალური საიტის განცხადებაში ნათქვამია:
" უნგრეთის დედაქალაქი გუნდების შეხვედრას "პუშკაშ არენაზე" უმასპინძლებს, რადგან გერმანიაში მოქმედი კოვიდ-19-ის წესები "წითლებს" არ აძლევს შესაძლებლობას "რედ ბულ არენაზე" თამაშისა, საპასუხო შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართება".
გასამართი მატჩის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება "ლაიფციგმაც" გამოაქვეყნა:
" მას შემდეგ, რაც ფედერალურმა პოლიციამ  "ლივერპულის" გერმანიაში შესვლაზე უარი განაცხადა, "ლაიფციგმა" "ლივერპულთან" და უეფა-თან შეთანხმებით მომავალი ღონისძიებისთვის ალტერნატიული ადგილი შეარჩია, შეხვედრა ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება".
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი "ლივერპულსა" და "ლაიფციგს" შორის 10 მარტს "ენფილდზე" შედგება.  

სხვა სტატიები