Belive

კოვაჩიჩსა და მანჩესტერ სიტის შორის კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი ,,მანჩესტერ სიტიში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებულია.

რამდენიმე დღეში გუნდები მოლაპარაკებებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე დაიწყებენ. როგორც რომანო წერს, კოვაჩიჩი დარწმუნებულია, რომ ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს.

2022-2023 წლების სეზონში ხორვატმა ,,არისტოკრატების'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები