Belive

კოვაჩი: "ეს გერმანული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტურნირის ვიცე-ჩემპიონ "ტოტენჰემთან" ლონდონში გამარჯვება "ბაიერნის" თავკაცმა ნიკო კოვაჩმა შეაფასა. "რა თქმა უნდა, ასეთ ანგარიშზე არავინს უოცნებია. კარგად ვაცნობიერებდით, რა დონის მეტოქესთან დაპირისპირებაც გველოდა. თამაში გარდამავალი გამოვიდა - იყო დრო როცა ტოტენჰემმა სერიოზული წნეხის ქვეშ მოგვაქცია. წუთებში აგრესიულად არ გვითამაშია, ვინაიდან, როცა ინგლისელი მეტოქე გყავს, უნდა ეცადო, რომ გოლი სტარტზევე არ გაუშვა. 30-ე წუთის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა.  პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორზეც ვოცნებობ. ეს გერმანული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი იყო.  ხვალიდან უკვე ბუნდესლიგაზე ვკონცენტრირდებით. ამ სეზონში ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა გველის და შევეცდებით, რომ ყველა მათგანს თავი წარმატებით გავართვათ",-თქვა ნამატჩევს ხორვატმა. ბაიერნს 2 ტურის შემდეგ, B ჯგუფში ორი მოგება, 6 ქულა, 10 გატანილი და 2 გაშვებული გოლი აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.

სხვა სტატიები