Belive

კოუტინიომ ტოტენჰემში გადასვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფელიპე კოუტინიომ "ტოტენჰემში" იჯარის წესით გადასვლაზე უარი განაცხადა. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრიტანული წყაროების თანახმად, ინგლისში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო. "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კოუტინიოს ტელეფონში ესაუბრა, მაგრამ მისი დარწმუნება ლონდონის ჩრდილოეთში გადასვლასთან დაკავშირებით ვერ მოახერხა. ცნობილია, რომ "ბარსელონა" კოუტინიოს 1 წლიანი არენდით 20 მილიონ ევროდ შეელეოდა. "დეზები" 27 წლის ბრაზილიელს კრისტიან ერიქსენის შემცვლელად მოისაზრებდნენ, რომელიც, დიდი ალბათობით, კლუბს მალე დატოვებს.

სხვა სტატიები