Belive

კოუტინიო, რაკიტიჩი და 40 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილ ფრანგულ სპორტულ  გამოცემა L'Equipe-ზე დაყრდნობით "ბარსელონას" წინადადებაზე ნეიმართან დაკავშირებით "პსჟ-მ" უარი განაცხადა. ამაზე წყაროს ცნობით, კატალონიურმ კლუბმა პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ ფელიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი და 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ეს შეთავაზება "პსჟ-ს" დირექტორს, ლეონარდოს სიტყვიერად ამცნეს, თუმცა მან უარი განაცხადა რადგან "პსჟ-ს" ნაღდი ფული ურჩევნია, რომელსაც შემდგომ თამამად დახარჯავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. სხვა წყაროს თანახმად "ბარსამ" ნეიმარისთვის კოუტინიო, დემბელე და 40 მილიონი გაამზადა, თუმცა ფრენკი დე იონგის მისვლის გამო რაკიტიჩის ვარიანტი უფრო რეალურად ჩანს, თანაც "ბარსელონას" პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით: "დემბელე ნეიმარს ბევრად სჯობს." ასეა თუ ისე როგორც ჩანს საგა მხოლოდ ახლა იწყება, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კი განაცხადა რომ ნეიმარს გუნდის დატოვება არ სურს.

სხვა სტატიები