Belive

კორონავირუსის გამო ნიუკასლის მწვრთნელი ფეხბურთელებს ხელის ჩამორთმევას უკრძალავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის წარმომადგენელ გუნდებს შორის პირველია, რომელიც კორონა ვირუსისგან თავდაცვის რეჟიმზე გადადის. კერძოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს შორის ხელის ჩამორთმევა აკრძალა. კლუბმა დილის რიტუალი, რომელიც ფეხბურთელებისა და სტაფის მისალმებას გულისხმობდა, დროებით გააუქმა. "ვეცადე, რომ ფეხბურთელებისათვის გასაგებად ამეხსნა, რომ ერთმანეთისათვის ხელის ჩამორთმევა აღარ გაერისკათ, როდესაც მსოფლიო ასეთი ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის აუცილებელია, რომ ექიმების რჩევას დავემორჩილოთ"  "მადლიერი ვარ, რომ კლუბს უმაღლესი დონის ექიმების გუნდი ჰყავს, ისინი ჩვენ მუდმივად გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კორონავირუსის საფრთხის პერიოდში. დილის მისალმების რიტუალის გაუქმებაც ექიმების მოთხოვნა იყო."  "ყველა ადამიანი ერთნაირია და არავინ უნდა იფიქროს, რომ დაინფიცირების რისკი მისთვის ნაკლებია. მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონა ვირუსი ყველა ქვეყნის კარს აღებს, დროა რომ გარკვეულწილად ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა.  

სხვა სტატიები