Belive

კორინთიანსის პრეზიდენტი: ,,ალ ნასრმა რონალდუს 20-ჯერ დიდი ხელფასი შესთავაზა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კორინთიანსის'' პრეზიდენტმა, დუილიო მონტეირომ, განაცხადა, რომ მისი გუნდი მოლაპარაკებებს კრიშტიანუ რონალდუსთან მართავდა:

,,რონალდუს ისეთივე ხელფასი შევთავაზეთ, როგორიც ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' ჰქონდა. კონტრაქტი ორწლიანი იქნებოდა.

ჟორჟე მენდეშთან რამდენიმეჯერ ვისაუბრე, თუმცა ,,ალ ნასრმა'' კრიშტიანუს 20-ჯერ დიდი ხელფასი შესთავაზა.

როცა პირობებს განვიხილავდით , იმედი მქონდა, რომ არ დათანხმდებოდა... ვხუმრობ... ვფიქრობ, უნდა გვეცადა. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები უნდა ვეძებოთ,'' - მონტეიროს სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

რონალდუმ ,,ალ ნასრთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

სხვა სტატიები