კოპენჰაგენს მალმიოში ჩასასვლელად მხოლოდ 52 წუთი დასჭირდება
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ეტაპი იწყება. ერთ-ერთ მატჩში დანიური კოპენჰაგენი შვედურ მალმიოს ესტუმრება. ამ ფაქტში საინტერესო დეტალია ის, რომ კოპენჰაგენი ძალიან მოკლე დროში შეძლებს მეტოქე გუნდის ქალაქში ჩასვლას.
კოპენჰაგენი შვედეთში მანქანით მხოლოდ 52 წუთში ჩავა, რათა მალმიოს დაუპირისპირდეს. დღევანდელი ეს შეხვედრა, სხვა ქვეყანაში ჩატარებულ მატჩებს შორის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში, გუნდებს შორის ყველაზე მოკლე მანძილია, მათ შორის დაშორება მხოლოდ 28 კილომეტრია. დანიური კლუბი შვედეთს ორესუნდის ხიდის მეშვეობით უკავშირდება, რაც გზას კიდევ უფრო ამარტივებს და მგზავრობაც სწორედ ამიტომ არის ასეთ მინიმალურ დროში შესაძლებელი.
კოპენჰაგენიდან მალმიომდე ორესუნდის ხიდით დამაკავშირებელი გზა