დღეს, გამთენიისას, თბილისის დროით 04:00 საათზე, კოპა ლიბერტადორესის მატჩები გაიმართა, სადაც ბრაზილიური დაპირისპირება - "გრემიო" - "ინტერნასიონალი" შედგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
თუმცა, მატჩის 89-ე წუთზე სტადიონზე ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, რასაც 8 წითელი ბარათი მოჰყვა. ჩხუბში ჩართული იყო რენატო პორტალუპი - გრემიოს მთავარი მწვრთნელი.