Belive

კოპა ამერიკის შემდეგ, დი მარია სანაკრებო კარიერას დაასრულებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას მალე დაასრულებს:

,,სულში დიდი ტკივილის განცდით ვემშვიდობები ყველაზე მშვენიერს, რაც ჩემს კარიერაში მქონია.'' - ანხელ დი მარია

იტალიელი ჟურნალისტის , ფაბრიციო რომანოს ცნობით, არგენტინელისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი მომავალი კოპა ამერიკა იქნება, რომელიც 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.

დი მარია ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ალბისელესტეს'' მაისურით ჩატარებულ 136 შეხვედრაში 29 გოლი და 29 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები