Belive

კონტრაქტის გაფორმებამდე, მესი ბარსელონასთან ერთად არ ივარჯიშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესი ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტის გახანგრძლივებამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი კატალონიური კლუბის ბაზაზე ხვალ, 2 აგვისტოს, კოპა ამერიკის ორ ფინალისტთან, სერხიო აგუეროსთან და ემერსოთან ერთად უნდა მისულიყო. თუმცა, მანამ, სანამ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ლეო ,,სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე'' არ გამოცხადდება. ახლა 32 წლის ფეხბურთელი ოჯახთან, სესკ ფაბრეგასთან და ლუის სუარესთან ერთად იბიცაზე ისვენებს. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი კატალონიურ გუნდში კიდევ 2 წლით დარჩება. გასულ სეზონში ლეომ ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები