Belive

კონტე: ,,ჩემთვის მეოთხე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღნიშვნა უცნაური იყო''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ყველა გუნდში მუშაობისას მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის ,,ტოტენჰემში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა:

,,ჩემთვის შეუძლებელია ისეთ გუნდში მუშაობა, რომელიც ჩემპიონობისთვის არ იბრძვის, რადგან მოლოდინი ყოველთვის გამარჯვებაა! მიყვარს ჩემი წარსული, მაგრამ, ამავდროულად, მოთხოვნები ძალიან დიდია და თუ ვერ მოიგებ, სეზონი ჩაგდებულია. ასე რომ, იმისთვის რომ ვიზეიმო, უნდა გავიმარჯვო, თორემ, სხვები ჩემს წარუმატებლობას ელიან.

ჩემთვის მეოთხე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღნიშვნა უცნაური იყო. ნორვიჩთან ფინალური მატჩის შემდეგ, ჩემს თანამშრომლებს დავურეკე და ვუთხარი: ,,ყურადღება მიაქციეთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების აღნიშვნა, არ დაიწყონ.'' ვთქვი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მეცხრე ადგილიდან სეზონი მეოთხეზე დავასრულეთ, მაგრამ ეს სასწაული არ ყოფილა, რადგან მე მოგებას ვარ მიჩვეული! - ანტონიო კონტე

კონტე ,,ტოტენჰემში'' 2021-2023 წლებში მუშაობდა. ლონდონურმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგის პირველ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა, მომავალ წელს კი, მისი კლუბიდან გაშვებისას, ,,დეზები'' ასევე მე-4 ადგილს იკავებდნენ.

სხვა სტატიები