Belive

კონტე ბრენტფორდის ფანებს გამოეხმაურა და კეინი დაიცვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგა მე-17 ტურის მატჩებით განახლდა. ლონდონში, "Brentford Community Stadium"-ზე ადგილობრივი "ბრენტფორდისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ადგილობრივი ფანები ჰარი კეინისათვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და "სპურსის" ვარსკვლავს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის წინააღმდეგ აცილებულ პენალტს ახსენებდნენ.

"შენ ქვეყანას უღალატე" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ "ბრენტფორდის" ფანები, რასაც კეინმა ბრწყინვალე თავური დარტყმითა და გოლით უპასუხა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანტონიო კონტე "ბრენტფორდის" ფანების შეძახილს გამოეხმაურა და ჰარი კეინი დაიცვა.

"ფანებს ეშინოდათ, რადგან დღეს ის "ტოტენჰემის" მაისურით თამაშობდა. ეს ნორმალურია - ფანები მისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, რადგან "ტოტენჰემის" რიგებში, მათი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. სრულიად სხვა სიტუაციაა, როდესაც ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. მაშინ ყველა გუნდის ფანი ერთიანდება და ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობს, მაგრამ პრემიერ ლიგის მატჩებში, ფანები ყველანაირად ცდილობენ ფეხბურთელებზე გავლენა მოახდინონ, რადგან ისინი მოწინააღმდეგე გუნდებში თამაშობენ და საფრთხის შემცველები არიან", - ანტონიო კონტე.

სხვა სტატიები