კონორ ბრედლი: "ვინისიუსი რაღაცებს მეძახდა, თუმცა მე ჩემი სიძლიერე საქმით დავუმტკიცე"
4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, ლივერპულმა შინ 'სამეფო კლუბს' უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ლივერპულის კარი ზედიზედ მეორედ მშრალად შეინახა. ასევე საოცარი თამაში ჰქონდა ლივერპულის ახალგაზრდა 22 წლის მცველს - კონორ ბრედლის, რომელმაც ვინისიუსი დაჩრდილა და მას ფეხი არ გაანძრევინა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კონორ ბრედლიმ მის პერფორმანსზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი მატჩი გამომივიდა. ძალიან მინდოდა ვინისიუსის წინააღმდეგ კარგად მეთამაშა და ფაქტია, რომ გამომივიდა.
მისი სულაც არ შემშინებია. მოედანზე რაღაცებს კი მეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ, ჩემი აზრით, მან ერთი-ერთზე ერთხელაც ვერ მაჯობა და მას საქმით დავუმტკიცე, რომ ამ მომენტში მასზე უკეთესი ვარ." - კონორ ბრედლი
22 წლის ჩრდ. ირლანდიელმა მცველმა ვინისიუსის წინააღმდეგ დიდებული მატჩი ჩაატარა, გთავაზობთ სტატისტიკას.
მოუგო 8 დუელი
19-ჯერ დააკარგინა ვინისიუსს პოზიცია
ორთაბრძოლებში 100%-იანი სიზუსტე (8/8).
ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. 'მერსისაიდული' კლუბი შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 27 ნოემბერს პსვ-ს წინააღმდეგ გამართავს.