Belive

კონაჰი - დინამო თბილისი | ჩისკომ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო თბილისი” სტუმრად “კონაჰს” დაუპირისპირდება. ჩისკო მუნიოსი უელსური კლუბის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, პაპავა, ქარდავა, ზარია, ორშულა, ქავთარაძე, გაბედავა. აღსანიშნავია, რომ უელსელებს გუნდში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გამო დიდი დანაკლისი აქვთ. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში სათადარიგო სკამზე მხოლოდ 3 ფეხბურთელია. "დინამო თბილისსა" და "კონაჰს" შორის დაპირისპირება თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები