კოკე ვინისიუსს: 'მბაპემ დაგჩრდილა, ის შენს ულუფას ჭამს'
სეზონის პირველ მადრიდულ დერბიში, ატლეტიკომ რეალი 5:2 დაამარცხა. ეს ისტორიული გამარჯვება იყო, რადგან 'როხიბლანკოსმა' დერბიში ხუთი გოლი ბოლოს 1950 წელს გაიტანა. გასაკვირი არ არის, რომ დაძაბულობა მაღალი იყო - კამერებბმა დააფიქსირეს ერთი განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდი, სადაც კოკე და ვინისიუსი კამათობენ.
ზოგადად, ამ ორ ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობაა. მოედანზე ისინი განსაკუთრებულად მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რასაც წინამდებარე ისტორიები აქვს (ხშირად მიუყენებიათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა). არც უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი, Movistar-ის კამერებმა მათი კამათი გვერდიდან დააფიქსირა.
ვინისიუსი: 'მტირალა ხარ. რასაც მინდორზე გეუბნები ყოველთვის იციან ჟურნალისტებმა, რადგან ყველაფერს ყვები.
ამ დროს სიტუაციის განსამუხტადა საქმეში მბაპე შემოდის, რომელიც ფეხბურთელებს აშოშმინებს. კოკემ მბაპე ვინისიუსზე პასუხის გასაცემად გამოიყენა.
კოკე: 'ის (მბაპე) უკეთესია. მან შენ ჩაგაჩოჩა და შენს კუთვნილ ულუფას ჭამს (იგულისხმება, რომ რეალში პირველი კაცი მბაპეა).
ვინისიუსი: 'შესაძლოა, თუმცა ერთად უფრო მეტს მოვიგებთ'.
🗣️ Koke: "Mbappe senin rolünü çaldı, o senden daha iyi."
— L'Europe (@leuropefootball) September 30, 2025
🗣️ Vinicius: "Tabii, tabii. Ama takım arkadaşıyız, beraber çok daha fazlasını kazanacağız. Ağlamayı bırak."
(@MovistarFutbol)pic.twitter.com/Np1AWjNOQ3
მადრიდის რეალმა დერბიში წაგებით პირველი ადგილი დაკარგა. ეს სამეფო კლუბისთვის პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში. ახლა ბარსელონას 19 ქულა აქვს, რეალს კი - 18. ატლეტიკო 12 ქულით ცხრილის მეხუთე ადგილზეა.