Belive

კლოპი: ,,ეს ფინალი უკრაინელი ხალხისთვის იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,თუ კლუბების ისტორიას გადავხედავთ და იმას თუ როგორ ქამბექებს ასრულებენ ისინი, მაშინ ვიტყოდი, რომ ფავორიტი რეალია. თუმცა, თუ ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებთ, მეტოქეს ძალიან გაუჭირდება. ჩემი მთავარი საზრუნავია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ. თუ ტაქტიკურად რაღაც უცხოს გავაკეთებ, მაშინ, ჩემმა ფეხბურთელებმა, შესაძლოა, იფიქრონ, რომ ვნერვიულობ. მთავარი უმაღლეს დონეზე თამაშია. რაც შეეხება ფინალის რუსეთიდან გადატანას, მიხარია, რომ ეს თამაში გაიმართება, ამის ათასი მიზეზი არსებობს. ფინალი შედგება, მაგრამ არა - სანკტ-პეტერბურგში. ეს იყო გაფრთხილება, რომელიც რუსეთს უნდა მიეღო. ცხოვრება გრძელდება, თუმცა ისინი მის განადგურებას ცდილობენ. ეს ფინალი უკრაინელი ხალხისთვის იქნება,'' - განაცხადა კლოპმა.
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები