Belive

კლოპი: ,,ვენგერმა მისი მე-1000 მატჩი 0:6 წააგო, ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ჩელსისთან'' შეხვედრა, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 იყო, ორიგინალურად შეაფასა:

,,არსენ ვენგერმა მისი მე-1000 მატჩი 0:6 წააგო, ასე რომ, მე შედეგით კმაყოფილი ვარ,'' - თქვა კლოპმა ,,ჩელსისთან'' 0:0-ის შემდეგ.

არსენ ვენგერმა, მწვრთნელის ამპლუაში, კარიერის მე-1000 მატჩი 2014 წელს ,,ჩელსის'' წინააღმდეგ ჩაატარა და მისი გუნდი ,,არისტოკრატებთან'' 0:6 დამარცხდა.

იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს ,,მაინცში'' დაიწყო, სადაც 2008 წლამდე მუშაობდა. გერმანელი სპეციალისტი ,,ლივერპულში'' დანიშვნამდე (2015 წელი), ,,დორტმუნდს'' წვრთნიდა.

პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ, ,,ლივერპულს'' 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა.

სხვა სტატიები