Belive

კლოპი: "ვან დაიკზე წიგნის დაწერა შემიძლია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპულმა" "ბაიერნი" სტუმრად 1:3 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის შემდგომ მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღფრთოვანებასა და სიხარულს ვერ მალავდა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის ლიდერზე, ვირჯილ ვან დაიკზე კომენტარი გააკეთა. ჰოლანდიელმა მცველმა უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა და დაცვაშიც კარგად გაისარჯა. "საოცარი ღამე იყო. ვირჯილზე შემიძლია წიგნი დავწერო. მის სიძლიერეზე, შესაძლებლობებსა და ნიჭზე. ვირჯილი საოცარი ადამიანია. მან იცის, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია და მგონია, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. დღეს ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც გვჭირდებოდა. ბევრი გუნდი არ არის, რომელსაც მიუნხენში ბაიერნის დამარცხება შეუძლია. ჩვენ ეს შევძელით. ძალიან რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ" - განაცხადა კლოპმა. "ლივერპული" მეოთხედფინალშია და კენჭისყრას ელოდება, რომელიც ხვალ, 15 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები