Belive

კლოპი: "თუ ხალხს ჩემი სჯერა, ამ რთულ პერიოდს ერთად გავივლით..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მერსისაიდული დერბი შედგა, სადაც "ლივერპულმა" "ევერტონი" 2:0 დაამარცხა. ეს "ლივერპულისთვის" 2023 წელს პირველი პერმიერლიგური გამარჯვება იყო, ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა კოდი გაკპომაც.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა:

"თუ ხალხს ჩემი სჯერა, მაშინ ჩვერ ამ რთულ პერიოდს ერთად გაგივლით. ჩვენ აუცილებლად გვექნება კარგი პერიოდიც და ეს შესაძლოა ამ გამარჯვებით დაიწყოს.

მე არსად წასვლას არ ვაპირებ და ვერც წავალ, რადგან მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. რთული პერიოდი გვქონდა და გვაქვს, თუმცა ეს კლუბი განსაკუთრებულია და ჩვენ გვჯერა, რომ უძლიერესები დავბრუნდებით".

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, "ლივერპული" 32 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. "მერსესაიდელები" შემდეგ ტურში "ნიუკასლს" ესტუმრებიან.

სხვა სტატიები