Belive

კლოპი: ,,ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც მუნდიალზე ითამაშეს, სეზონი წარმოუდგენლად გადატვირთული იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მის გუნდს გარკვეული სირთულეები ელოდება:

,,პრემიერლიგის ლიდერებთან ჩამორჩენა დიდია და იძულებულნი ვართ, მათ მივყვეთ. წინ ბევრი სამუშაო გველის და დასვენებაზე არ ვფიქრობთ.

იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, მთელი სეზონი წარმოუდგენლად გადატვირთული იქნება. ეს ყველაფერი მომავალი მატჩების დაგეგმვას ართულებს. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. მოქნილები უნდა ვიყოთ,'' - კლოპის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 14 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა ლიდერ ,,არსენალს'' 15 ქულით ჩამორჩება.

კლოპის გუნდი მომავალ შეხვედრას ორშაბათს, 26 დეკემბერს, ,,ასტონ ვილას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები