Belive

კლოპი: "ჩვენ განახლება გვმართებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, გასული სეზონის ფინალისტი "ნაპოლიმ" პირწმინდად გაანადგურა. კვარაცხელიას, ჟელინსკის, ანგისასა და მთელი კოლექტივის შესანიშნავი თამაშის შედეგად, "ლივერპულმა" 1960 წლის შემდეგ ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია.

ნაპოლისთან ანგარიშით 4:1 მარცხის შემდეგ, იურგენ კლოპმა განცხადება გააკეთა.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის შეფასებით, ასეთ რთულ მდგომარეობაში, მის გუნდს გამოსავალის პოვნა მართებს, რომელიც მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა.

"ჩვენგან განსხვავებით, "ნაპოლიმ" კარგი მატჩი ითამაშა. პენალტების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ორი გოლი ლანგარით მივართვით. მოედანზე ტიაგო ალკანტარას გამოჩენამდე, ჩვენ "გეგენპრესინგის" საშუალება არც მოგვცემია.

გვესმის, როგორ დავმარცხდით, საკითხავია, თუ რატომ მოხდა ეს. ჩვენ ხელახლა უნდა დავიბადოთ, გუნდს ბევრი რამ აკლია. გუნდურად არ ვმოქმედებთ და სწორედ ამიტომ ვმარცხდებით.

ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა და გასააზრებლად დრო მჭირდება. ჩემი მოვალეობაა, პრობლემის არსში ბოლომდე გავერკვე და ყველაფერი თავიდან დავიწყო", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

მიმდინარე სეზონში, კლოპის შეგირდებმა 7 ოფიციალური მატჩი გამართეს, სადაც მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს (3 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო მატჩს, "ლივერპული" შაბათს, "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები