Belive

კლოპი: ,,ჩელსი და ლივერპული იმ პოზიციებზე არიან, რომლებსაც იმსახურებენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ჩელსისთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ახლა ორივე გუნდი იმ პოზიციაზეა (ლივერპული მე-8, ჩელსი - მე-11), რომელსაც იმსახურებს:

,,დიახ, უცნაურია, მაგრამ რეალობაა, ეს ორივე გუნდმა დაიმსახურა... გვაქვს იმის შესაძლელობა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ყველა ფეხბურთელს შეუძლია, რადგან ადგილი გარანტირებული მხოლოდ 2-3 მოთამაშეს აქვს. ბიჭებმა ამის შესახებ იციან, მათ ეს ყველაფერი ვუთხარი.

უნდა ვიბრძოლოთ, ეს ერთადერთი გზაა. არ შეიძლება, მოედანზე მხოლოდ იმ იმედით გახვიდე, რომ რაღაც მოხდება... საჭიროა, თვალები ფართოდ გავახილოთ და ვიმოქმედოთ. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ,'' - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

დღეს ,,ჩელსისა'' და ,,ლივერპულს'' შორის პრემიერლიგის მე-8 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები