Belive

კლოპი: ,,ანჩელოტი ყველაზე მშვიდი მწვრთნელია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ,,რეალთან'' მატჩის წინ, ,,სამეფო გუნდის'' მთავარ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა:

,,ვიღაცამ მითხრა, არც კი ვიცი, მართალია თუ არა, რომ კარლომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თქვა - ,,ლივერპული ძალიან კარგი იყო, ზუსტად იცოდნენ, ვის ეთამაშებოდნენ.'' - ახლა ვუყურე ამ თამაშს, ვიცოდით, რისი გაკეთება გვინდოდა, ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ერთი მიზეზის გამო ვერ მოვიგეთ - გოლი გავუშვით, ჩვენ კი ვერ გავიტანეთ.

ანჩელოტი ყველაზე მშვიდი მწვრთნელია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია. ის ერთ-ერთი საუკეთესო, თავმდაბალი, ძალიან ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანია. ცხადია, მისი საქმიანობა ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებული დონეა, მას დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ.

როგორც მსოფლიო დონის კლუბმა, ,,რეალმა'', რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმა. შესაძლოა, მათ ჩემპიონატში პრობლემები აქვთ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას ბრძოლა ვუწოდოთ, მაგრამ ,,ბარსელონა'' წინ სულ რამდენიმე ქულითაა. თუმცა, ,,რეალი'' ყოველთვის კონკურენტუნარიანია,'' - კლოპის სიტყვებს ,,ლივერპულის'' ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ლივერპული'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები