Belive

კლაუდიო რანიერი: "კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა, რისკიან და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, რომელიც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში "ნაპოლისაც" თავკაცობდა, Corriere dello Spor-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი სკუდეტოსთვის იბრძოლებს თუ არა? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ გასული სეზონის ნეგატიური გამოცდილება, როცა სახლში პატარა კლუბებთან ქულებს კარგავდნენ.

კვარაცხელია. ის საოცარი მოთამაშეა. უფროს ფეხბურთელებს ჯიჯი მერონის უნდა ახსენებდეს, რომელიც საპირისპირო ფლანგზე იგივეს აკეთებდა.

ბიჭს აქვს სენსაციური სტარტი და საკუთარი საშუალებების გაცნობიერების უნარი, რაც მას საშუალებას აძლევს ითამაშოს რისკიანი, მაგრამ ეფექტური ფეხბურთი", - თქვა 70 წლის სპეციალისტმა.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები