Belive

კიტეიშვილმა სლოვანს გაუტანა, აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა მარსელთან ითამაშეს

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპული საფეხბურთო ტურნირები განახლდა, კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრები ჩაატარეს ქართველებმაც. კონფერენს ლიგაზე ავსტრიული "შტურმი" სლოვაკურ "სლოვანს" დაუხვდა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. სლოვანს საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ვლადიმერ ვაისი წვრთნის, დაცვასა და ნახევარდაცვაში კი შესაბამისად, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.

მატჩის 64-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შტურმისთვის პენალტი მოიპოვა, ქართველმა სტანდარტი თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახდა. 78-ე წუთზე მოედნიდან ვლადიმერ ვაისის შვილი გააძევეს და სლოვანი 10 კაცით დარჩა, ყველაფერს ისიც დაემატა, რომ შეხვედრის დამატებულ წუთზე შტურმმა მეოთხე გოლიც გაიტანა და განმეორებითი შეხვედრის წინ, ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვიტა.

კიტეიშვილმა მინდორზე 82 წუთი გაატარა და მოედანზე საუკეთესო იყო. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს. განმეორებითი შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე ქართველების "შახტარი" ფრანგულ "მარსელს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. თამაშში ფორმალურად უკრაინელები იყვნენ მასპინძლები. ირაკლი აზაროვმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი შეცვალაზე 77-ე წუთზე შემოვიდა. whoscored-გან ირაკლიმ (6.5) შეფასება დაიმსახურა, გიორგიმ კი - (6.1). შეხვედრრის საუკეთესო მოთამაშე ობამეიანგი გახდა, სწორედ მან გახსნა ანგარიში აღნიშნულ დაპირისპირებაში. ყველაფერს მარსელში გასამართი განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები